ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დედაქალაქში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღეს და შენობაში შეიჭრნენ. აფხაზური მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ხაჯიმბამ ადმინისტრაციის შენობა უკვე დატოვა და სახელმწიფო ორგანოში ოპოზიცია შევიდა.
პროცესს წინ უძღოდა ხმაურიანი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაცვას შორის. აფხაზური მედიის ცნობით, დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, თუმცა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროვებს ინფორმაციას დაზარალებულთა რაოდენობის და მდგომარეობის შესახებ.
აფხაზეთს საქართველო აკლია - ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ომამდე და ომის შემდეგ (ექსკლუზივი სოხუმიდან)
დღეს 27 სექტემბერია - სოხუმის დაცემის დღე!
დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოვიდნენ და ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც 2 ტურის საშუალებით ჩატარდა და მეორე ჯერზეც რაულ ხაჯიმბამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.
სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ოპოზიციური პარტია “ამცახარას” კანდიდატი ალხაზ კვიცინია, რომელმაც ე.წ. ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს შენობის შესასვლელი კარი.
მათთან ერთად იმყოფება ოკუპირებული აფხაზეთის სხვა ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერებიც.