განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა განაცხადა, რომ სპეცრაზმი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის.
ამით მან უპასუხა მედიის კითხვას „სპეცრაზმი ხომ არ დაიღალა?“.
ამასთან, ზვიად ხარაზიშვილის განცხადებით, სპეცრაზმს არავინ უცემია, არამედ „ხალხი მოიგერია“.
„ხალხი არ უცემიათ, ხალხი მოიგერია სპეცრაზმმა. სიტუაციიდან გამომდინარე ხდება მოქმედება“, – განაცხადა ზვიად ხარაზიშვილმა.
კითხვაზე, ვინ სცემა „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა, ზვიად ხარაზიშვილი აცხადებს, რომ „არ ვიცი ვინ არის როგავა“.