მედიაში კვლავ ბექჰემების ოჯახურ დრამას განიხილავენ. როგორც ცნობილია, Netflix-მა ვიქტორია ბექჰემის ახალ დოკუმენტურ სერიალზე პირველი „ტრეილერი“ გამოაქვეყნა, სადაც დიზაინერი გულწრფელად საუბრობს საკუთარ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე.
51 წლის დიზაინერ ხუმრობით აღნიშნავს: „ხალხი ფიქრობდა, რომ მე მოღუშული ძროხა ვიყავი, რომელიც არასდროს იღიმოდა. მაგრამ მეც მეცინება – არ გაოცდეთ!“
გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს ბრუკლინის ბავშვობის კადრი, რომელიც საზოგადოებამ „შერიგების აქტად“ მიიჩნია.
„პირველი ნაბიჯი დედამ გადადგა“,„იქნებ ბოლო მოეღოს მათ დრამას“,„ბრუკლინ ახლა შენი ჯერია“, – წერენ კომენტარებში.

