LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი ფრენას გადაეჩვია – ორმა მგზავრმა თვითმფრინავის კაბინა აფრენის წინ დატოვა

125
201222125001-delta-laguardia-0901-restricted-exlarge-169

ორმა მგზავრმა ავარიული გასასვლელი სწორედ მაშინ გახსნა, როდესაც თვითმფრინავი უნდა აფრენილიყო. შემთხვევა Delta Ailrines–ის ბორტზე, ნიუ ჯერსის აეროპორტში მოხდა.

დაბნეული მგზავრები, რომელთა ვინაობაც არ ზუსტდება, ატლანტის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ.

თუმცა, მათ გამო რეისი ჩაიშალა, დებოშირები პოლიციამ დააკავა, სხვა მგზავრები კი ალტერნატიულ რეისებზე გადაანაწილეს.

როგორც რეისზე მყოფი ერთ–ერთი მგზავრი The new York times–თან იხსენებს, წყვილი თავიდანვე ძალიან საეჭვოდ იქცეოდა, მათ ადგილი მილიონჯერ შეიცვალეს, სანამ ყველაზე კომფორტული სავარძელი არ იპოვეს.

ხოლო როდესაც ლაინერი ადგილიდან დაიძრა, ორივე ფეხზე ადგა და ბორტგამცილებლის თხოვნა დაჯდომის შესახებ არაფრად ჩააგდო. შემდეგ კი მათ კარი გახსნეს და თვითმფრინავი დატოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები