„ხალხური მკურნალობა ერთ დროს ეფექტური და საჭირო იყო, თანამედროვე სამყაროში მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
სპეციალისტი ე.წ-ლი წურბელებით მკურნალობაზე საუბრობს და ამბობს, რომ წურბელის ნერწყვში არის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინფექციები, სეფსისი, კანის ნეკროზი:
„☝️ხალხური მკურნალობა ერთ დროს ეფექტური და საჭირო იყო.
🌍თანამედროვე სამყაროში მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი.
🩸ამის კარგი მაგალითია წურბელებით მკურნალობა.
ბუნებრივი ყოველთვის არ ნიშნავს სასარგებლოს. ფრაზა – „მე გავიკეთე და მიშველა” არ არის სამეცნიერო მტკიცებულება. ხშირად ეს არის: • პლაცებოს ეფექტი • დროებითი შვება • მდგომარეობის ბუნებრივი გაუმჯობესება.
ხალხი მარტივად შედის შეცდომაში რაც არც ისე გასაკვირია, ინტერნეტი სავსეა გადაჭარბებული დაპირებებით: როგორიცაა წურბელები „იწოვს ტოქსინებს“, ან „ასუფთავებს სისხლს“,
🩸წურბელის ნერწყვში არის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს: • მძიმე ინფექციები • სეფსისი • კანის ნეკროზი
ასევე ხშირია: • სისხლდენა ან • ალერგიული რეაქციები სამედიცინო მითების დარღვევა ხალხის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
მოგიწოდებთ სამკურნალოდ აირჩიოთ მხოლოდ ის მეთოდი რომელსაც მტკიცების მაღალი ხარისხი აქვს“, – წერს სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი.
