დონალდ და მელანია ტრამპებმა 22 იანვარს ქორწინებიდან 12 წელი აღნიშნეს.
2 დღით ადრე კი დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გახდა.
სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ „იხსნის“ მელანია ღიმილს, როგორც კი მისი ქმარი ზურგს აქცევს. სოცქსელებში მელანიას გამო მწუხარებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ქმართან თავს ბედნიერად არ გრძნობს.
ერთ-ერთი მომხმარებელი კი ხუმრობს, რომ სასაჩუქრე ყუთში, რომელიც მელანიამ მიშელ ობამას გადასცა, იდო მხოლოდ ფურცელი, წარწერით “მიშველეთ”.
ქალების მარშზე, რომელიც აშშ-ში გაიმართა, ერთ-ერთ მანიფესტანტს ხელში ეჭირა ტრაფარეტი წარწერით : “მელანია, თვალი ორჯერ ჩაგვიკარი, თუ გინდა, რომ გიშველოთ”.
— Marv (@Marv_Vien) January 23, 2017
Everyone was wondering what was in the Tiffany box that Melania handed Michelle Obama… We were hoping it was this👇🏽👇🏽😂😂😂 pic.twitter.com/dcoG4Ub2US
— RogelioGarcia Lawyer (@LawyerRogelio) January 22, 2017