LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი პანიკაში იყო: წვიმა და ქარიშხალი ლეპსის კონცერტზე (ვიდეო)

65

„ხალხი პანიკაში იყო, წვიმა იმდენად სწრაფად დაიწყო, დარბაზის გადახურვა ვერ მოესწრო. ალბათ დარბაზის აკუსტიკის გამო, ჭექა-ქუხილს ისეთი ხმა ჰქონდა, გვეგონა რაღაც ინგრეოდა. გასასვლელებს მივაწყდით, გარეთ უარესი ხდებოდა – ქარიშხლის გამო ყველაფერი დაფრინავდა, ეზოში დადგმული სარკეები იმსხვრეოდა, გასვლა სახიფათო იყო, მანქანებამდე ვერ მივდიოდით, ფაქტობრივად სტიქიის ტყვეობაში აღმოვჩნდით“, – ასეთი ექსტრემალური შთაბეჭდილებებით მაყურებელი გრიგორი ლეპსის კონცერტიდან დაბრუნდა.

„გრიგორი ლეპსის კონცერტი ბუნებამაც დაგმო“, – ხუმრობენ სოციალურ ქსელში და სტიქიის ამსახველ კადრებს ავრცელებენ. შეკვეთილში ლეპსის კონცერტზე მისული მაყურებელი „ბლექ სი არენაზე“ დახლოებით ნახევარი საათი სტიქიის ტყვეობაში აღმოჩნდა. ძლიერი წვიმა და ქარი ქართული წარმოშობის რუსი მომღერლის კონცერტის დასასრულს დაიწყო. როგორც კონცერტზე ერთერთი დამსწრე „ფორტუნასთან“ ყვება, წვიმის დაწყებისთანავე ორგანიზატორებმა საკონცერტო დარბაზის გადახურვის სისტემა ჩართეს, თუმცა დარბაზის სრულად გადასახურად 15-20 წუთია საჭირო, ამ პერიოდში კი სტიქია სწრაფად გაძლიერდა.

„2-3 სიმღერა იყო დარჩენილი, უკვე მთავრდებოდა კონცერტი, ჯერ წვრილი წვიმა დაიწყო და საბედნიეროდ ხალხის ნაწილმა თავიდანვე დატოვა დარბაზი, თორემ შესაძლოა ჭყლეტვა მომხდარიყო. გარეთ რომ გამოვაღწიე, ხალხის დიდი ნაწილი ფოიეში იდგა, რამდენიმე ადამიანმა ავტოსადგომისკენ გაქცევა ვცადეთ, მინდოდა მანქანა არენას შესასვლელამდე მომეყვანა და თანმხლები გოგონები ჩამესვა, მაგრამ ძლიერი ქარის გამო უკანვე მოვბრუნდი. ისმოდა კივილი, ხალხი შეშინებული იყო, საბედნიეროდ ეს ყველაფერი დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. როგორც ვიცი, არავინ არ დაშავებულა“, – უყვება „ფორტუნას“ თორნიკე გიგინეიშვილი.

როგორც „ფორტუნას“ არენას თანამშრომლებმა აცნობეს, გუშინდელი სტიქიის დროს დასველდა დარბაზის ინფრასტრუქტურა და მუსიკალური აპარატურა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g