რუსი მსახიობი ალისა ფრეინდლიხი ასახელებს მიზეზს, რის გამოც, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასიურად ტოვებენ:
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ქვეყანას ტოვებს არა იმიტომ, რომ ,,პარმეზანის” ყველი უნდა, რომლის გარეშეც ისედაც არაფერი დაშავდება, არამედ მიზეზი სხვაა. ხალხს ხვალინდელი დღის ეშინია. ამდენი კონფლიქტების ფონზე, ყველა დადებითი ენერგია გაქრა. როცა სახლში კეთდება რემონტი, ყველა ალიაქოთშია, დარბიან ოთახებში, ალაგებენ, ქაოსს ეგუებიან, რადგან იციან, რომ მალე ახალი ბინა ექნებათ. ახლა კი მომავლის იმედი არ ჩანს“ – ამბობს ფრეინდლიხი. მსახიობი დასძენს, რომ რუსეთიდან წასვლას არ გეგმავს.
87 წლის ლეგენდები, ალისა ფრეინდლიხი და ოლეგ ბასილაშვილი სცენაზე ერთად დაბრუნდნენ