LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხალხი სტაფილოდან სტაფილომდე ცხოვრობს…ამოვიდა ყელში ეს ერთი და იგივე…დავიღალე” – ცოტნე გამსახურდია

269
59429436-1228182400678302-2449947833533464576-n (1)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება და მის გეგმებს წყალტუბოსთან დაკავშირებით, მორიგ ზღაპარს უწოდებს. ცოტნე გამსახურია სოციალურ ქსელში წერს, რომ ხალხი უკეთეს მომავალზე არ ფიქრობს და მხოლოდ წურბელების ერთ პროცენტში მოხვედრაზე ოცნებობს.

“დავიღალე ამ ყველაფრით…

ეს ხალხი დღიდან დღემდე, სტაფილოდან სტაფილომდე ცხოვრობს, რომელსაც მარიფათიანი ნაძირალები უკიდებენ ცხვირის წინ, რათა კიდევ წლები, ათწლეულები ატარონ მოჯადოებულ წრეზე და სწოვონ ენერგია, რესურსები,

მომავლის დღეები… ეს ბრბოც, ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეს, საკუთარი ყოფა გაიაზროს, უკანასკნელი იდიოტივით იტყუებს თავს და ლაფს ესვრის მის კეთილისმყოფელს, ვინც ამ ლეთარგიიდან აფხიზლებს ხოლმე… 

გადაეცემა თუ არა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად - მინისტრის კომენტარი

"ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდება, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზარალდეს"

ხალხი, რომელიც არ ფიქრობს უკეთეს მომავალზე, სამართლიანობასა და სამართალზე, თანასწორობაზე, ღირსებასა და ღირსეულ ცხოვრებაზე, არამედ ოცნებობს წურბელების ერთ პროცენტში მოხვდეს, ნაცვლად უკეთესისთვის ბრძოლისა. ან ბანალური გაქცევით შველის თავს.

რა ვქნათ მათ, ვისაც უბრალოდ სხვანაირად არ შეგვიძლია? ამოვიდა ყელში ერთი და იგივე, ერთსა და იმავე წრეზე სიარული შეცდომების გააზრების გარეშე… ივანიშვილის მორიგ ზღაპარზე გამახსენდა, რომელიც წინასაარჩევნოდ მოიგონა, ამჟამად – წყალტუბოში…”, – წერს ცოტნე გამსახურდია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g