LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხი უყვარს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულსა და პატივისცემას დაიმსახურებს“ – გია ვოლსკი მიხეილ ყაველაშვილზე

112
გია ვოლსკი, მიხეილ ყაველაშვილი

„მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის შელახული რეპუტაცია აღდგეს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელმაც იცის კონსტიტუციისა და ქვეყნის სტაბილურობის ფასი.

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, შვილები და სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტები: ფოტოები ინაუგურაციიდან

„ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ“, – განაცხადა დღეს, 29 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა. არის გარკვეული თვისებები, რომელიც მას გააჩნია, რომ ამ სიყვარულის რეალიზაცია მოახდინოს. იგი არის პროფესიონალური პოლიტიკოსი. ძალიან ფართო დიაპაზონი აქვს თავისი ხედვის, როგორც საგარეო, ასევე, საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ხალხი უყვარს და მე ვფიქრობ, რომ მომავალში ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულსა და პატივისცემას დაიმსახურებს“, – ამბობს ვოლსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g