„29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ – 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი წერს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აქციაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება:
„ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ – 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი.
იცით თურმე რას უმტკიცებენ? შენ დანიშნე, გაქვს უფლებაო ისევ ჩვენი საპატრონო უნდა გახდეს…“ – წერს წილოსანი.
ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… 29-მდე…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on კვირა, 22 დეკემბერი, 2024