LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის აზრით, ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს საქართველოსთვის რუსეთი წარმოადგენს – IRI

75
637128082973851781ZP

IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს საქართველოსთვის (რესპონდენტებს შეეძლოთ რამდენიმე პასუხი შეერჩიათ) – პასუხები ასეთია: რუსეთი – 71%; თურქეთი – 12%; ჩინეთი – 4%; აშშ – 3%; აზერბაიჯანი – 3%; სომხეთი – 3%; ირანი – 2%; ევროკავშირი – 1%-ზე ნაკლები; უკრაინა – 1%-ზე ნაკლები; არცერთი – 3%; უარი პასუხზე – 15%.

IRI-ის ამავე კვლევაში ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორებსაც. კითხვაზე – რომელია საქართველოს ეკონომიკური პარტიორი ქვეყანა, გამოკითხულ რესპონდენტთა პასუხები ასე ნაწილდება: ევროკავშირი – 44%; აშშ – 44%; უკრაინა – 23%; თურქეთი – 22%; აზერბაიჯანი 19%; რუსეთი – 17%; ჩინეთი – 13%; სომხეთი – 4%; ირანი – 2%; არცერთი – 2%; უარი პასუხზე – 5%.

რაც შეეხება იმას, თუ რა მიიჩნევენ ქვეყნის უმთავრეს პრობლემად გამოკითხული რესპონდენტები, მათი უმეტესობა ამბობს, რომ ეს უმუშევრობაა. პრობლემებს შორის დასახელდა მაღალი ფასები, სიღარიბე, პანდემია, განათლება და სხვა საკითხებიც.

ცნობისთვის, IRI-მ საზოგადოებრივი აზრი საქართველოში 2021 წლის 15-30 ივნისს იკვლია. პირისპირ ინტერვიუ ე.წ. შერჩევითი პრინციპით 1500 გამოკითხულს ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g