LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის დიდ ნაწილს უნდა, მე ჩავერთო პოლიტიკაში, ამის საშუალებაც უნდა მომეცეს – სააკაშვილი

238
BeFunky-collage (1)

“ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ,”- ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეთანხმებას საარჩევნო მოდელზე.

სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ  ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება არის შესაძლებელი.

120/30 - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან "ჩამკეტზე" შეთანხმდა

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავაც და სხვა პოლიტპატიმრებიც.

ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს. და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი.

იდეალურ პოლიტიკურ სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ, დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება მიღება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემისა.

ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალების სვლა” – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვისას.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან “ჩამკეტზე” შეთანხმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g