რა სტატუსით იმყოფება ქიბარ ხალვაში საქართველოში, თუკი მას გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, ამ კითხვებზე ჟურნალისტებს პრეზიდენტთან მისულმა ბიზნესმენმა არ უპასუხა, მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ კი განაცხადა, რომ მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა კითხვაზე პასუხს თავად ხალვაში გასცემს.
შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მარგველაშვილი და ხალვაში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებზე ისაუბრებენ.