LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხამისკურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

977
Capture

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი ტაქსია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები