LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხან მარჯვნივ, ხანაც მარცხნივ – მექსიკაში იპოვეს გზა, რომელიც ნებისმიერ მძღოლს გააგიჟებს

mexico

ტრასაზე მოძრაობა მუდმივად იცვლება და მძღოლს ხან ერთ ზოლში უწევს გადაადგილება, ხან მეორეში. ვიდეო ორ ქალაქს – ორისაბასა და ტეუკანს შორის დამაკავშირებელ გზაზეა გადაღებული.

გზა მთიან მასივშია გაყვანილი და იმისათვის, რომ დახრილობის კუთხე ყველაზე დაბალი იყოს და ავტომობილებსაც დამუხრუჭება იშვიათად მოუხდეთ – ზოლსაც სწორედ ამიტომ იცვლიან. მანქანები ხან მარჯვნივ არიან და ხან მარცხნივ. ხოლო, თუ როგორ ადგენს პოლიცია იმას, გადავიდა თუ არა ავტომობილი მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს და დაარღვია თუ არა კანონი – უცნობია.

მოძრაობის განსხვავებული სქემების გამოყენების საუკეთესო მაგალითი კი მაინც ჩინეთი და ჰონგ-კონგია. მაშინ როცა ჩინეთში ავტომობილები მარჯვენა მხარეს მოძრაობენ, ჰონგ-კონგში გადაადგილება მათ მარცხენა მხარეს უწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g