LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდაზმულ წყვილს გზა აებნა და 15 საათის განმავლობაში წრეზე დადიოდა

80
BC-WV--BC-PRI--Older Drivers--Eighty-seven-year-old Dorothy Wulfers, who learned to drive a Model T Ford at age 15, prepares to pull out of her parking space Friday, June 4, 2004 in Morgantown, WV. Wulfers said only her and God will decide when she stops driving. (AP PHOTO/DALE SPARKS)

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ნეისბოროში, 96 წლის მძღოლი და მისი თანამგზავრი დაიკარგნენ და 15 საათის განმავლობაში წრეზე იარეს.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, მამაკაცი და მისი 90 წლის მეუღლე სახლიდან 30 კილომეტრის მოშორებით, ერთ–ერთ კომპანიაში მიემართებოდნენ. გზად მძღოლს შესახვევი შეეშალა და წყვილმა სახლისკენ დასაბრუნებლი გზა ვეღარ იპოვა.

პენსიონერებმა მთელი 15 საათი წრეზე იარეს, მანამ სანამ ისინი პოლიციამ არ გააჩერა. ავტომობილი ძალიან დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და სამართალდამცავებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა მძღოლი ნასვამი ყოფილიყო.

ავტომობილში კი მათ ძალიან დაღლილი და დაბნეული წყვილი დახვდათ.

პოლიციამ მოხუცები სახლამდე მიაცილა და მოხუცს სთხოვა, რომ მომავალში საჭესთან დაჯდომისგან თავი შეეკავებინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g