მოხუცი ადამიანი, მისი ყოველდღიური საჭიროებები, უსაფრთხოება, კომფორტი და კეთილდღეობა – სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხად იქმნება ისეთი სივრცეები, როგორიცაა ხანდაზმულთა მოვლის ცენტრი „საბრინოვო“. ეს არის ადგილი, სადაც პროფესიონალური ზრუნვა ჰუმანურ დამოკიდებულებას ერწყმის. აქ თითოეული ბენეფიციარი აღიქმება არა მხოლოდ მომსახურების მიმღებად, არამედ პიროვნებად, რომელსაც საკუთარი ბიოგრაფია, ღირსება და საჭიროებები აქვს. ცენტრი ცდილობს უზრუნველყოს არა მხოლოდ ყოველდღიური მოვლა, არამედ ისეთი გარემო, სადაც სითბო, ყურადღება და უსაფრთხოება ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა.
მერი გავაშელი, ხანდაზმულთა მოვლის ცენტრის „საბრინოვო“ დირექტორი:
– „საბრინოვო“ წარმატებული, არაერთი ჯილდოს მფლობელი საერთაშორისო ბრენდი გახლავთ, რომელიც 8 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. მას განსაკუთრებით კარგად იცნობენ ყოფილი დსთ-ის ქვეყნებსა და თურქეთის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც საქართველოს ბაზარი შევისწავლეთ და აქ ასეთი ტიპის ცენტრის შექმნის საჭიროება დავინახეთ, 2025 წელს თბილისშიც გავიხსენით და პირველი პაციენტები ოქტომბერში მივიღეთ.

– ვინ არიან თქვენი ბენეფიციარები და რა მომსახურებას უწვეთ მათ?
– ჩვენი პაციენტები არიან 60+ ასაკის ადამიანები, რომლებსაც სათანადო მოვლა, მზრუნველობა სჭირდებათ. „საბრინოვოში“ ისეთი ხანდაზმულები ხვდებიან, ვისაც აქვს ინსულტის შემდგომი პერიოდი, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შემდგომი პერიოდი, დემენცია, პარკინსონის დაავადება ან სხვა ისეთი დაავადებები, რომელთა გამო არ შეიძლება, რომ პაციენტი მარტო, უყურადღებოდ იმყოფებოდეს სახლში. ოჯახის წევრებს, მართალია, მომვლელები აჰყავთ, მაგრამ ჩვენს ცენტრში უფრო კომპლექსურად ვუვლით მათ.
გარდა იმისა, რომ ჩვენს მომსახურებაში შედის ხანდაზმულების დაბანა, მოწესრიგება, გასეირნება, ისინი იმყოფებიან სპეციალურ რეჟიმში, მიმდინარეობს ექიმის მიერ დანიშნული წამლების მიღების მონიტორინგი, არის დროული და ხუთჯერადი კვება, გადიან ფიზიკურ თერაპიას, გვყავს ანიმატორები. ბენეფიციარები მთელი დღის განმავლობაში იმდენად დატვირთულები არიან, რომ ვერც გრძნობენ, პანსიონატში თუ იმყოფებიან. ჩვენთან საკუთარ სოციუმში არიან, ინტენსიურად ურთიერთობენ თავისი ასაკის ადამიანებთან, ერთად თამაშობენ, ხატავენ, მღერიან, ცეკვავენ. ჩვენთან ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანმა არ იგრძნოს თავი მიტოვებულად, მარტომ. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მოვიდა ჩვენთან დეპრესიით, რადგან დღევანდელი ცხოვრების რეჟიმში ადამიანებს არ სცალიათ ერთმანეთისთვის, ყველა ბევრს მუშაობს და ოჯახის ხანდაზმულ წევრებს ვერ აქცევენ სათანადო ყურადღებას.
ამ ეტაპზე უკვე 47 პირს ვემსახურებით. მათ მეურვეებს ყოველდღე შეუძლიათ ჩვენთან მოსვლა, მათი მონახულება, გარკვეულ აქტივობებში მონაწილეობა. მათთვის ჩვენი კარი ღიაა ყოველდღე, 10:00-14:00 საათებში და 16:00-19:00 საათებში. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ პირობებში იმყოფებიან ხანდაზმულები, რას ჭამენ, ვინ უვლის მათ.

– თქვენი პერსონალის შესახებ მოგვიყევით, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ხანდაზმულებზე ზრუნავენ?
– ჩვენი კოლექტივი, ძირითადად, გამოცდილი მომვლელებისგან შედგება – ზოგს ევროპაში აქვს ნამუშევარი და იქ აქვს ტრენინგები გავლილი, ზოგმა ჩვენთან აითვისა მოვლის წესები, ზოგი ახლა გადის პრაქტიკას, სწავლობენ ყველაფერს. ჩვენ ყველას ვადევნებთ თვალს და მუდმივად ვაფასებთ მათ მიერ გაკეთებული საქმის ხარისხს.
– რამდენად მარტივად ადაპტირდებიან ბენეფიციარები ცენტრში?
– თავდაპირველად, გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს პანსიონატში მოხვედრა, მაგრამ 1-2 საათის შემდეგ, გარემოს კარგად რომ დააკვირდებიან, იოლად გადააქვთ ჩვენთან დარჩენის მომენტი, საბოლოოდ კი შინ წასვლა აღარ უნდებათ, იმდენად ეჩვევიან რეჟიმს და მეგობრებს, რომლებსაც ჩვენთან იძენენ.

– როგორ უნდა მოგმართონ დაინტერესებულმა პირებმა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარი?
– იქიდან გამომდინარე, რომ არ ვართ სამედიცინო დაწესებულება და ვართ მოვლის ცენტრი, აუცილებელია ფორმა 100-ის წარმოდგენა, რათა ვიცოდეთ, რა საჭიროებებთან გვაქვს საქმე, რა დაავადებები აქვს ადამიანს ან ჰქონდა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი გართულებისთვის. ამის შემდეგ ინიშნება შეხვედრა გაყიდვების ჯგუფთან და ბენეფიციარის საჭიროებებიდან გამომდინარე დგინდება ჩვენთან განთავსების ფასი – სხვადასხვა დაავადებას სხვადასხვა რესურსი სჭირდება, ამასთან, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, პაციენტს მარტო უნდა თუ არა ოთახში ყოფნა და ა.შ.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე: 032 206 00 61 ან ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს. აქ იპოვით სპეციალურ ფორმას, რომლის შევსების საფუძველზეც დაადგენთ იმ თანხას, რომელიც საჭირო იქნება ხანდაზმულის ჩვენთან განსათავსებლად
– სად მდებაროებს ცენტრი?
– ჩვენი მისამართია სანზონა, ჩარგლის ქუჩა #75გ. გვაქვს უზარმაზარი შენობა, საკმაოდ იოლი მოსაგნებია, ტრანსპორტიც ყველანაირი მოდის ჩვენამდე. აქვე დავამატებ, რომ ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია სოციალური მედიის პლატფორმების მეშვეობითაც.