LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხანძარი ლიკვიდირებულია, ბაზრობის გარკვეული ნაწილი დამწვარია“ – რას ამბობს ლევან მუსელიანი ლილოს ხანძარზე

198
მაგთი (3)

„მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი ლიკვიდაცია მოახდინეს, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება“, – ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა, „ლილოს“ ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. რაც შეეხება ზარალს, ბაზრობის გარკვეული ნაწილი დამწვარია.

„ეს ბაზრობის ტერიტორიაა, სადაც ბევრი აალებადი მასალა არსებობდა, რამაც ხანძრის ჩაქრობის პროცესი გააჭიანურა. თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი წარმატებით ჩააქრეს, ახლა კი ცალკეული მხრჩოლავი კერები მუშავდება. ადგილზე 22 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და 120-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. რაც შეეხება ზარალს, ბაზრობის ტერიტორიაზე გარკვეული ნაწილი დამწვარია. ბაზრობა საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, რის გამოც, ხანძრის გადადების საფრთხე არსებობდა“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.

ხანძარი „ლილო მოლში“ –მოვაჭრეები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g