LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი ლოს ანჯელესში – მესამე დღეა, ხანძარს ვერ აქრობენ

43

მესამე დღეა, ლოს ანჯელესში ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ქალაქის მერის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის შესახებ გაფრთხილება კალიფორნიის გუბერნატორმაც გაავრცელა.

ვითარება სტიქიის ზონაში ამ დროისთვის შედარებით გაუმჯობესდა, სამაშველო სამუშაოებს ხელი ტემპერატურის დაწევამ და მცირე წვიმამ შეუწყო.

დამწვარია 3 ჰექტრამდე მიწის ფართობი და 3 საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული რაიონიდან 700-ზე მეტი ოჯახი გაიყვანეს.

მაშველები ამ დროისთვის ხანძრის კერების 15%-ს აკონტროლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g