რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.
ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო, საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.