LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი სოფელ ენისელში – დამწვარია 3 სახლი

127

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველები თქმით, თავდაპირველად ცეცხლი მიტოვებულ სახლში გაჩნდა. აალება იმდენად დიდი იყო, რომ ის სხვა სახლებზეც გადავიდა.

სრულად განადგურდა სამივე ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები