თბილისში, „ბაზარი ორბელიანის“ მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა, დაღუპულია ერთი ადამიანი.
მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 