ხანძარი ვაზისუბანში – ცეცხლი პლასტმასის საწყობს უკიდია.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.
ჯერჯერობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე, უცნობია, რა პერიმეტრზეა გავრცელებული ცეცხლი.