ბოლო ინფორმაცია სანძრების შესახებ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რა ხდება ხანძრის კერებთან დაკავშირებით.
ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძარი 9 ლოკაციაზე ფიქსირდება: მათ ჩაქრობას 350 მეხანძრე ცდილობს
4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ 257 შეტყობინება შევიდა.
მათი ცნობით, მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგენლობა, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ხანძარს ერთდროულად ებრძოდა.
ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის 9 კერიდან 4 ლიკვიდრებულია, 3 ლოკალიზებული, 2-ზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
შეგახსენებთ, დღის განმავლობაში დაემატა სამი კერა, მათ შორის ორი სამეგრელოში და ერთი იმერეთში.