LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება – სატყეო სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

55
სატყეო სააგენტო

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება – ამის შესახებ მოქალაქეებს ეროვნული სატყეო სააგენტო აფრთხილებს.

ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაანთონ კოცონი ტყის, ან ველის აკრძალულ ტერიტორიაზე, დასაშვებ ლოკაციებზე კი ადგილის დატოვებამდე დარწმუნდნენ რომ ცეცხლი ჩამქრალია. არ გადააგდონ უყურადღებოდ სიგარეტის ნამწვი და არ დატოვონ ბუნებაში ისეთი აალებადი ნარჩენები როგორებიცაა თუნუქისა და მინის ქილები.

აგვისტო ხანძარსაშიში პერიოდია და ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით წელიწადის ამ პერიოდში ტყეებში საშუალოდ 50-მდე ხანძრის კერა ჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები