გუშინ, ლონდონის ცენტრში სასტუმრო Mandarin Oriental-ს ხანძარი გაუჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ევაკუირებულ ადამიანებს შორის ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსიც იყო, რომელიც დიდ ბრიტანეთს ფეხბურთის საქველმოქმედო მატჩის, Soccer Aid 2018 ფარგლებში ესტუმრა.
თვითმხილველების თქმით, რობიმ სხვა სტუმრებთან ერთად, შენობა სახანძრო კიბიდან დატოვა. მეხანძრეების ოპერატიული დავალებების წყალობით, არავინ დაშავებულა. უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ რობიმ მატჩზე დასწრებაც კი შეძლო.
Mandarin Oriental ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტუმროა მთელს ბრიტანეთში, მასში ხშირად ჩერდებოდნენ სამეფო ოჯახის წვერები.

