LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზიანებული სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესების გამო საცხოვრებელი სახლებიდან 21 ოჯახი გაიყვანეს

118
ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროცესის შედეგად დაზიანებულია სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები.

სტიქიის ზონაში, სადაც მეწყრული პროცესები რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა, სოფლებში – ხემაღალსა და ღეკში მეწყრული კერების გეოლოგიური შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან 21 ოჯახია გაყვანილი.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარალელურად გრძელდება პროცესების მონიტორინგი და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არსებულ მდგომარეობას და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ.

„მერია მოქმედებს გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თითოეულ ოჯახთან, ვსწავლობთ მათ მდგომარეობას და ვცდილობთ, მერიის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით უზრუნველვყოთ შესაფერისი ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი მათთვის“, – განაცხადა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g