ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის აფეთქებისას დაშავებული ერთ-ერთი მუშა ხაშურის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს.
ექიმის, მიხეილ ლოლაძის ინფორმაციით, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და კიდურების მოტეხილობები აღენიშნება.
„აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. მხრის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა. ამპუტაციაზე საუბარი არ არის,“ – განაცხადა მიხეილ ლოლაძემ.
ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგად სამი მუშა დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.