ხარაგაულში 3 წლის გოგონა, რომელიც სტუმრად ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, შინდის კურკა გადასცდა და გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
გარდაცვალების ფაქტს „გურია ნიუსთან“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელში, თამაზ ჭიპაშვილი ადასტურებს.