LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხარება“ ხელმძღვანელობაზე გაბუტული იყო, სპეცრაზმი არ გაიყვანა – ირაკლი შაიშმელაშვილი

298
2025-02-05_00-18-10_473484

„ხარება“ ხელმძღვანელობაზე გაბუტული იყო, სპეცრაზმი არ გაიყვანა, – აღნიშნულის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი შაიშმელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს.

მისივე თქმით, „ხარება“ კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახდა

„სადაც ხარაზიშვილი ჩნდება, იქ თვითონ გასცემს ბრძანებებს, ეგ არც ვაჟა სირაძეს და არც კუპატაძეს და არც თამაზაშვილს პატივს არ სცემს და ბევრჯერ მოუხსენებია უშვერი სიტყვებით. გაზაფხულის აქციებზე, ახალგაზრდებს რომ სცემა, ეტყობა უსაყვედურეს და გაბუტული იყო, სამი თუ ოთხი დღე, საერთოდ არ ერთვებოდა ამოცანაში. ჩვენი ქვედანაყოფები გადიოდნენ, კანცელარიის მიმართულებით შედიოდნენ, მაგრამ ამოცნაში არ ერთვებოდა.

ხელმძღვანელბაზე იყო გაბუტული კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახის ეგ. ამათმა სისტემა გააუბედურეს. ყველაზე მძიმე სანახავი ეს არის. სისტემა აღარ არსებობს. თუ რამე შეიცვალა ამის ჩამოყალიბებას წლები დასჭირდება, ეს ნიშანვს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g