რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ხარებას და კუპატაძის შურისძიება! ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან.
თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ძალადობას არ შეუშინდა“. – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.