სოციალურ ქსელში ვრცელდება სამწუხარო ამბავი 21 წლის წარმატებულ მეცნიერის, იულია ზდანოვსკას შესახებ. სამწუხაროდ, იულია ხარკოვში რუსი ჯარისკაცების გასროლილ ტყვიებს ემსხვერპლა.
მის შესახებ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია:
„იულია ზდანოვსკა მხოლოდ 21 წლის იყო. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ახალგაზრდა მეცნიერი… 17 წლისამ ევროპის მათემატიკური თამაშები მოიგო, რითაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე გაიმარჯვა. ის რუსულ არმიას ემსხვერპლა ხარკოვში, მათი გასროლილი ტყვიების შედეგად გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ამბავი კიევის უნივერსიტეტმა გაავრცელა, სადაც ის სწავლობდა.
იულიას ბოლო სიტყვები იყო: „დიდი მადლობა, მაგრამ მე ხარკოვში დავრჩები… გამარჯვებამდე!..“