უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის (SES) ინფორმაციით, რომელსაც BBC ავრცელებს, ხარკოვთან ახლოს საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.
დაშავებულია 5 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ სლობოჟანსკეში მოხდა.
მაშველები ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანას ამ დრომდე აგრძელებენ.