LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 200 მილიონი დოლარი დაიხარჯება

609

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა 2016 წელს დაწყება და ეს იქნება წლის ერთ-ერთი უმთავრესი ინფრასტრუქტურული პროექტი. ამის შესახებ ”ფორტუნას” საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა განუცხდა.

მისი თქმით, ხაშურის შემოვლითი გზის პროექტი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გულისხმობს, რისთვისაც 200 მლნ დოლარია გამოყოფილი.

”ეს არის სამწლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ასევე 4,5-კილომეტრიანი გვირაბის მშნებლობა. ურთულესი პროექტია. მას ერთობილივად აფინასებენ მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი” – აღნიშნა გასვიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, მომავალ წელს დასრულდება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთი, სადაც ერთი ლოტია დარჩენილი. ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კი დაწყებულია მოლაპარაკებები დონორთან. 2016 წელს დაიწყება რიკოთიდან ზესტაფონამდე მონაკვეთის საპროეტო სამუშაოები.

მომავალ წელს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 550 მლნ ლარამდე თანხაა გამოყოფილი, სადაც გათვალისწინებულია სამშენებლო, სარეაბილიტაციო და მოვლა-შენახვის სამუშაოები.