LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი შენდება (ფოტოები)

207
80271915-2999558233410612-6320843690952622080-o

ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ადგილზე გაეცნო.

„ვვარაუდობთ ამ პროექტის უფრო სწრაფად დამთავრებას, ვიდრე დაგეგმილია. მომავალი წლის შემოდგომაზე ხაშურს ექნება ახალი სტადიონი, რაც დიდი შეღავათია იმ ბავშვებისთვის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს. ჩვენი ხელშეწყობითა და მათი მონდომებით, ვფიქრობ, ეს პროექტი კარგ შესაძლებლობას აჩენს მიზნების მისაღწევად და იმისთვის, რომ სპორტით დაინტერესებული მომავალი თაობა წარმატებული იყოს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანთან ერთად მოეწყობა, განათება და სარწყავი სისტემა, ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები. პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასაც.

სამუშაოები 2019 წლის მაისში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში დასრულდება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანასებით ახორციელებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 6.1 მილიონი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g