LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში სამი პირი დაჭრეს

158
არ გადაკვეთო

ხაშურის რაიონის სოფელ საჯვარეში სამი ადამიანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილებსა და სავარაუდო ბრალდებულს შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიწყო.

სამივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117- და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g