LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი კარნეგი ჰოლის სცენაზე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს: „ეს ყოველივე განმაცვიფრებელია…“

339
ხატია-ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილმა ნიუ იორკში, 19 ოქტომბერს, კარნეგი ჰოლის სცენაზე შესანიშნავი კონცერტი გამართა.

„ნიუ იორკი, ახდენილი ოცნებების ქალაქი, ან მარტივად რომ ვთქვათ, ოცნებების ქალაქი.

გულწრფელად, ღრმად ძალიან მიყვარხარ, ნიუ იორკო. დიდი მადლობა, რომ შენს გულში შემომიშვი“, წერს პიანისტი და აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც ამ ქალაქში გამოსვლისას გადაიღო.

ვიდეოებს შორის არის უსაყვარლესი ჩანაწერი, რომელიც კარნეგიჰოლის სცენაზეა გადაღებული – ხატია თავის უსაყვარლეს შვილს ძუძუს აჭმევს.

„ეს ყოველივე განმაცვიფერებელია“, წერენ სოციალურ ქსელში.

ფოტო: „მადლობა, მიყვარხარ“ – ხატია ბუნიათიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრს გვიზიარებს

დედა-შვილის უთბილესი ვიდეო – ხატია ბუნიათიშვილი პარიზში, კონცერტის დროს გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g