მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი რადიო „ფრანსის“ მიერ ორგანიზებულ კლასიკური მუსიკის კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს, 8 მარტს, ღია ეთერში გადაიცემა. ქართველი მუსიკოსი შოპენისა და ბახის ნაწარმოებებს შეასრულებს და ასევე გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.
ღონისძიების სახელწოდებაა – „ყველანი ერთად უკრაინისთვის“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: