ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი წინასაახალწლო სამზადისში ჩაერთო.
მუსიკოსმა სოციალურ ქსელ ინსტარგამზე საკუთარი სახლისა და ულამაზესად მორთული ნაძვის ხის სურათი გამოაქვეყნა წარწერით – „Mood Of Love”. ამ ფაქტმა მისი მიმდევრები დააბნია. როგორც ფოტოს ქვეშ დაწერილი კომენტარებიდან ირკვევა, ბევრმა ჩათვალა, რომ ხატია შეყვარებულია. ფოტოს 8 ათასამდე მოწონება აქვს.
ერთი წლის წინ ტაბლოიდური გამოცემები ორლანდო ბლუმისა და ხატია ბუნიათიშვილის რომანის შესახებ წერდნენ. ქართველებისთვის ორლანდო ბლუმი განსაკუთრებით ახლობელი მას შემდეგ გახდა, როცა პარიზის ქუჩებში ქართველ პიანისტთან ერთად დააფიქსირეს.