ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და მისი ოჯახი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხატიას და, ასევე პიანისტი, გვანცა ბუნიათიშვილი წერს.
როგორც გვანცა აღნიშნავს, მან, ხატიამ და დედამ კოვიდინფექცია უკვე დაამარცხეს, ამჟამად კი ვირუსს მამა ებრძვის.
“ამ პერიოდში ჩვენ არ შევდივართ სოციალურ ქსელში. ხატიას, ისევე როგორც დედას, მამას და მე გვქონდა კორონა. დედა, ხატია და მე გამოვჯანმრთელდით. ახლა მამა საავადმყოფოშია და მისი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. დიდი მადლობა ყველას, ვინც გულით გამოჯანმრელებას უსურვებს და პოზიტიურ ენერგიას გამოგვიგზავნის,”-წერს გვანცა ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში.