ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემას „ლანჩ TIME“ სტუმრობდა, სადაც პოლიტიკის მიღმა, საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებზე ისაუბრა. მათ შორის, მის ცხოვრებაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე.
„პიროვნულად უფრო გცვლის ტრაგიკული მოვლენები ცხოვრებაში, როდესაც სევდა მოდის და სხვანაირად ფიქრობ.
მე ბევრი ახლობელი ადამიანი დავკარგე. მაგალითად, ჩემი შვილის მამა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, [მისმა გარდაცვალებამ] წარმოუდგენელი სევდა წაიღო.
ჩვენ დიდი ხანი ვმეგობრობდით და ძალიან კარგი ადამიანი იყო.
მამაჩემი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და ეს სევდა სულ არის ჩვენს სახლში.
ამან იმდენად შემცვალა, რამდენადაც მოვლენები, რომლებიც შინაგანად მაფორიაქებდა, ჩემთვის გაცილებით გაფერმკრთალდა.
ვფიქრობ, პირად ცხოვრებაში რაც ხდება, ყველაფერი კვალს ტოვებს. ყველანაირი სტრესი მოქმედებს. ალბათ, ჩვენს მაყურებელს ნაკლებად წარმოუდგენია რამხელა სტრესია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სტრესული სამსახური, ძირითადად, სტრესის ქვეშ ვართ.
თუმცა, ნიშანდლობივია, რომ იცვლები, ასაკში შედიხარ, გეცვლება დამოკიდებულებები და მეც ასე ვარ, არსებობს მოვლენები, რომლებიც იმხელა განწყობას და თანაგრძნობას აღარ იმსახურებს, როგორც ადრე, რადგან უბრალოდ გაიზარდე..“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.