LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ რყევები გვაქვს, დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს

182
ხატია დეკანოიძე

„მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ რყევები გვაქვს, დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან „პირველ არხთან“ კომენტარი გააკეთა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხსა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე, დეპუტატ ანა წითლიძის პოლონეთში გამგზავრებაზე.

„ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო” – ხაბეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების პრეზიდენტისადმი მიმართვაზე

„ეს იყო ძალიან დიდი უხერხულობა და ოპოზიციის მართლაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდნა. დილით სხვა ინფორმაცია გვქონდა, საღამოს სხვა გავიგეთ.

„ეს ჩემი პირველი საჯარო კრიტიკული შენიშვნაა ამ პარტიის მიმართ, რაც წამოვედი“ – რას წერს რომან გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

რომან გოცირიძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება 17 თებერვალს მიიღო. პირად ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ პოსტში ის აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა.

მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი რყევები გვაქვს. დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს. ძალიან სევდიანი მგონია ეს ისტორია.“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაინიშნოს.

დეკანოიძე: ენმ-ის შიდა პარტიული არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია მართული იყო, სააკაშვილის მდგომარეობით სპეკულირებდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g