LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: „როცა კალაძე ამბობს, 30 ათასი თანამშრომლიდან არ შემიძლია ყველას კონტროლიო, როგორ შეუძლია კონტროლი, სამსახურებიდან გაგდება იმ ადამიანების, რომლებიც პროტესტზე დადიან?“

121
ხატია დეკანოიძე

„როცა კახა კალაძე ამბობს, 30 ათასი თანამშრომლიდან არ შემიძლია ყველას კონტროლიო, მაშინ როგორ შეუძლია იმ ადამიანების კონტროლი, სამსახურებიდან გაგდება, რომლებიც პროტესტზე დადიან?“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ახტია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე: „ინფორმირებული რომ ვყოფილიყავით, ამას მოჰყვებოდა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება – საზოგადოებაში ბევრი კითხვა არსებობს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი“

„კორუფცია, ძალადობა, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის ფულის მოპარვა, იმ ბავშვებისთვის, ფაფას რომ ჭამენ, წიწიბურას და კარაქს, ამ ბავშვებს ჰპარავდა ფულს. ყველაზე მნიშვნელოვანი, მე მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს. იმიტომ, რომ კალაძეც არის დამნაშავე. როცა კალაძე ამბობს, რომ 30 ათასი თანამშრომლიდან არ შემიძლია ყველას კონტროლიო, მაშინ როგორ შეუძლია კონტროლი, იმ ადამიანების გაგდება სამსახურებიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს?

ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ძალადობის, კორუფციისა და ქაოსის რეჟიმი“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g