ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ექიმების კონსილიუმს ითხოვს.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მათ მოითხოვეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების და სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების მოსმენა, მნიშვნელოვანია ეს თემაც გააქტიურდეს.
“თქვენ იცით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ შექმნა ექიმთა კონსილიუმი მაშინ, როცა ტიკარაძე გახლდათ ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ასევე მონიტორინგს უწევდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და რომელიც არ იყო შორს არავითარ შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნასთან. მე მინდა მოვუწოდო მათ და მოვითხოვო, სად არის ეს კონსილიუმი, ასეთი კონსილიუმის არსებობა არის აუცილებელი, ამ კონსილიუმის შექმნა ევალება ჯანდაცვის სამინისტროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს თემა გააქტიურდეს. თქვენ იცით, რომ იმ სასესიო კვირაში პარლამენტში იქნება ჯანდაცვის მინისტრი და რაც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა”, – განაცხადა დეკანოიძემ.