LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: „ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა პრობლემები აქვს ადამიანებს; რომელმაც იკადრა თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ამ გაუბედურებულ, კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ ჩაუყენა“

198
ხატია დეკანოიძე, ბიძინა და ცოტნე ივანიშვილები

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართულ აქციაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის გამოჩენას გამოეხმაურა და თქვა, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] „მილიარდერი ადამიანი გაუბედურებულ, კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ ჩაუყენა“:

„მე ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა პრობლემები აქვს ადამიანებს; რომელმაც იკადრა თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ჩაუყენა ამ გაუბედურებულ, კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ.

„ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭიროს… აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები, ამისთვის ვარ დღეს აქ“ – ცოტნე ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი შვილი, „ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობს.

ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა იმ ადამიანებს წინ, რომლებსაც სახლში რა მიეტანათ შიმშილით დაუძლურებული შვილებისთვის, არ იცოდნენ“. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ივანიშვილი: გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

გამოყენებულია ტვ „ფორმულას“ ფოტო

პოპულარულები