LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავა აქციას აანონსებს: „ჩვენ, ვისაც გვინდა სკოლაში დაბრუნება, დაგვაბრუნონ, ვისაც ეშინია, იჯდეს სახლში, ხომ არ ვეპატიჟებით?!.“

354
xariasijinava2022

ხატია სიჭინავამ „რეაქციაში“ ისაუბრა იმის შესახებ, რომ პანდემიის დროს ბავშვები ყველას დაავიწყდა და მათ განათლებაზე არავინ ზრუნავს. ხატია ითხოვს, რომ აღდგეს სწავლის პროცესი.

„ამასობაში რა ხდება? განათლება ჩამოინგრა, ონლაინსწავლა რაც არის, აღარ განვავრცობ, ყველამ იცის, სწავლის ხარისხი განულდა და ბავშვები გადაიქცნენ უსიცოცხლო მცენარეებად. საერთოდ არაფრის ხალისი არ გააჩნიათ, გახდნენ ასოციალურები, ვრზდით სოციოპათებად.

მშობლები უნდა დაიყონ ორ ნაწილად. არიან მშობლები, შეშინებულები, რომელთაც უყვებიან, რომ ჯერ კოვიდი არაა შესწავლილი, რა ვირუსია და თურმე უკვე ახალი შტამი გამოვიდა… ვართ მეორე კატეგორია მშობლების, რომელთაც მიგვაჩნია, რომ სახლში გამოკეტილი დასტრესილი ბავშვები უარეს შედეგს მოგვიტანს, ვიდრე ეს ვირუსი. არ უნდათ გაკვეთილზე შესვლა, სწავლაზე საერთოდ არ არის საუბარი. ექვსი წლის ბავშვს აქვს დეპრესია, ბავშვი, რომელიც სიყვარულით სავსე ოჯახში იზრდება, მეუბნება, დედა, არავის არ ვუყვარვარო. ბავშვს სოციუმი სჭირდება, ეს აუცილებელია, რომ გავიდეს, თავისი კლასელები, მეგობრები ნახოს და ჰქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან. რამდენი წელიც ვერ გამოიკვლევენ და ჰორორებს მოჰყვებიან, იმდენი წელი გამოვკეტოთ ბავშვები სახლში?!.

განათლებაზე ლაპარაკი აღარც არის. ეს არის გაუნათლებელი თაობა. მოგვცენ არჩევანი! ჩვენ, ვისაც გვინდა სკოლაში დაბრუნება, დაგვაბრუნონ, ვისაც ეშინია, იჯდეს სახლში, ხომ არ ვეპატიჟებით, მათთვის იყოს ონლაინგაკვეთილები. მარტო არ ვარ. თუ გახდა საჭირო, დავაანონსებ აქციას, რომ დედები გავერთიანდეთ. ერთადერთი, ვისაც პატრონი ყავდა, მთავრობა იყო და ისიც წავიდა და ეს მთავრობაც უპატრონოდ დატოვა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g