LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავას სასიყვარულო მილოცვა ქმარს: „დიახ, მე საბანს ვუსწორებ, როცა სძინავს… ვკოცნი მძინარეს…“

2161

ხატია სიჭინავა მეუღლეს, რამაზ ნოზაძეს დაბადების დღეზე ისეთ სასიყვარულო პოსტს უძღვნის, რომლის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, მისი მეორე ნახევარი გულგრილი ვერ დარჩებოდა…

„დიახ, მე მას საბანს ვუსწორებ, როცა სძინავს, ვკოცნი მძინარეს, ვდგები გვიან ღამით, როცა მოშივდება, ვეხმარები ფეხსაცმლის გახდაში, თუ დაღლილია, ავტომატურად ვიღიმები, როცა ის იცინის, ვცდილობ, ხასიათი გამოვუკეთო, როცა მოწყენილია…

დიახ, მე ვთვლი, რომ ის ჩემთვის „პირველი შვილივითაა“, რადგან მასზე ვისწავლე მზრუნველობა, ვფიქრობ, დედურ ინსტინქტებზე არანაკლები ინსტინქტები მაქვს, როცა მას ეხებიან!

დიახ, მე მიყვარს ის, ისე როგორც შემიძლია, ისე, როგორც ღმერთმა ინება რომ მყვარებოდა… მე მას დაუფიქრებლად ვაჩუქებ ჩემი სიცოცხლის ნახევარს, თუ მას ეს დასჭირდება, რადგან უიმისოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია …

დიახ, მე ადრე მივულოცავ დაბადების დღეს რადგან სულსწრაფი ვარ და არ მინდა, ვინმემ დამასწროს… მილიონჯერ გეუბნები და კიდევ ერთხელ გეტყვი: მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!! გილოცავ დაბადების დღეს, სიყვარულო…“

sichinavas torti

12165779_10206687594921611_989230241_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g