LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხათუნა არის მოტივაცია ყველა ონკოპაციენტისთვის რომ კიბო განაჩენი არ არის…საუკეთესო დღეები წინ გვაქვს“ – ანი წითლიძის ემოციური პოსტი

237
2024-07-13_23-06-30_378439

დეპუტატი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და კოლეგას, პოლიტიკოს ხათუნა სამნიძეს თანადგომას უცხადებს.

„ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოხატავს შოკს და სიმძიმეს რაც ხათუნას დიაგნოზმა ყველა იმ ადამიანს დაგვმართა ვინც ხათუნას იცნობს და უყვარს.

მაგრამ მუდამ მწამდა რომ ხათოს სიცოცხლის და ბედნიერების სიყვარული, მისი სილაღე და ბრძოლისუნარიანობა – დაძლევდა ყველაზე ვერაგ სენსაც კი.
ასეც მოხდა.

ხათუნა არის მოტივაცია ყველა ონკოპაცინეტისთვის რომ კიბო განაჩენი არ არის.
ყველა ონკოპაციენტს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი მკურნალობის და რეაბილიტაციის შესაძლებლობა. სამწუხაროდ ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს ქვეყანაში.

საუკეთესო დღეები წინ გვაქვს, აქაც გეტყვი რაც უკვე იცი…მიყვარხარ“, – წერს ანა წითლიძე.

ვიდეო: „მეშინოდა.. მეგონა, რომ მეტი სიძულვილი წამოვიდოდა. მაგ. „ღირსი ხარ“, „ღმერთმა დაგსაჯა“.. მაგრამ არცერთი ასეთი შეტყობინება არ ყოფილა“ – ხათუნა სამნიძე ონკოდაავადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g