„პარტნიორები რას გვეუბნებიან, ეს ნაკლებად მაინტერესებს, მე მაინტერესებს რა იქნება სინამდვილეში“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდამჭერმა, ხათუნა ჟორდანიამ განაცხადა.
გუშინ, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე, აღნიშნულით ჟორდანიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანების გზა გაჩერებულია და ამას პარტნიორები გვეუბნებიან, თქვენ მაინც უჭერთ თუ არა მხარს „ქართულ ოცნებას“?!
„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე
„იცით რა, მე ისე არ ვფიქრობ, როგორც ახლა თქვენ კითხვა დამისვით. მე არ ვფიქრობ იმას, რომ ეს პროცესები შეჩერებულია. პარტნიორები რას გვეუბნებიან, ეს ნაკლებად მაინტერესებს, მე მაინტერესებს რა იქნება სინამდვილეში.
ევროკავშირი ერთი და ორი ადამიანი ხომ არ არის?! ევროკავშირში გადაწვეტილებას სამი ადამიანი ხომ არ იღებს?!“ – თქვა ხათუნა ჟორდანიამ.
„მინდა, რომ მშვიდობა იყოს საქართველოში“ – მანანა თოდაძე კითხვაზე, რატომ უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“
❗ პარტნიორები რას გვეუბნებიან, ნაკლებად მაინტერესებს 👉 ხათუნა ჟორდანია
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Wednesday 17 July 2024